ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთერთი ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ კ. რ-მ ქალაქის ცენტრალურ პარკში განთავსებული ნაყინის სარეალიზაციო პუნქტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ინდ-მეწარმეს დაუწესა ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც სისტემატურად ართმევდა ქრთამის სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.