Press releases

News/Press releases

ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

Wednesday, November 26, 2014
ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

684

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს, აღნიშნული მუნიცეპალიტეტის ტერიტორიაზე, „გარე რეკლამის ნებართვის გარეშე“ განათავსებინა სარეკლამო ბანერები და პირადად აიღო პასუხისმგებლობა, რომ კანონდარღვევის მიუხედავად არ მოხდებოდა მეწარმე სუბიექტის დაჯარიმება. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top