Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

Thursday, December 17, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

544

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები  წინასწარ შეთანხმებით, სისტემატიურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ასაღებდნენ ყალბ 50 ლარიან კუპიურებს. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთი და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top