Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურსა და "საქპატენტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Tuesday, August 23, 2016
საგამოძიებო სამსახურსა და "საქპატენტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

471

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ  „საქპატენტს“  შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა და „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ.

მემორანდუმი ითვალიწინებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პოპულარიზაციას და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განვითარებას.  მემორანდუმის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მოეწყობა  ერთობლივი ტრენინგები, სამეცნიერო კონფერენციები, დაიგეგმება პროექტები, რომლებიც გამომძიებელთა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

მემორანდუმის თანახმად, საგამოძიებო სამსახურსა და „საქპატენტს“ შორის, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონდარღვევების ფაქტების გამოვლენა - აღკვეთის მიზნით, მოხდება შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა და კანონით დაშვებული სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ასევე,    საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირები დამყარდება და ერთობლივი ღონისძიებები განხორციელდება.

საგამოძიებო სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ შორის პროფესიული თანამშრომლობა  ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას  ხელს შეუწყობს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top