Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი გამოავლინა

Thursday, July 13, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი გამოავლინა

361

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ობიექტი, სადაც განთავსებული იყო  ელექტრონული მოწყობილობა -  ე.წ. „სიმ ბოქსი“, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, რომლითაც უკანონოდ ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარად გარდაქმნა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რითაც მნიშვნელოვნად ზარალდებოდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიები.

მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოს მასშტაბით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება - გამოყენების ათეულობით ფაქტი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  185-ე და 192-ე მუხლებით.



 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top