Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა 48 919 ლარის პროდუქტის მითვისების ფაქტი გამოავლინა

Saturday, April 16, 2016
საგამოძიებო სამსახურმა 48 919 ლარის პროდუქტის მითვისების ფაქტი გამოავლინა

503

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ერთ-ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი.

()იპ სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, აღნიშნულ საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ  48 919 ლარის პროდუქციას.

საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182- მუხლის მე-2 ნაწილის ,,და მე-3 ნაწილის ,,ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top