Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი გამაოვლინა

Saturday, August 27, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი გამაოვლინა

470

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის  ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილი ბარდას ფხვიერ მასას.  აღნიშნულის შემდეგ აფასოებდენ 100 გრამიან, 500 გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოტყუებით, თითქოსდა მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა,  ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე.  აღნიშნული ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ასევე ხდებოდა დაფასოების გარეშე, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლები. ასევე ამოღებულია დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტები. 

მიმდინარეობს გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top