Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ე.წ. "სიმბოქსების" უკანონოდ გამოყენების მორიგი ფაქტი გამოავლინა

Friday, March 31, 2017
საგამოძიებო სამსახურმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ე.წ. "სიმბოქსების" უკანონოდ გამოყენების მორიგი ფაქტი გამოავლინა

410

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა.  

ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებულია უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი, სამი ერთეული ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი“ სათადარიგო ნაწილებთან ერთად, რაც უზრუნველყოფდა ტექნიკური აღჭურვილობის სრული დატვირთვით მუშაობას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და  მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე გამოვლენილია 13 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სსკ  185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top