Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

Friday, April 17, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

630

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი და დირექტორი ა. მ. და მისი თანამზრახველი, გ. ვ. დააკავა.

დადგენილია, რომ კომპანიამ ტენდერში გამარჯვების გზით აიღო ვალდებულება ერთ-ერთი რაიონის სოფელში წყლის მრიცხველების მონტაჟის სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს სახელშეკრულებო ვალდებულება და სამუშაოები არ შეასრულეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით. გარდა ამისა, თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაამზადეს სამუშაოთა შესრულების ყალბი აქტები, ფორმა N2, რომლებშიც ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისა, მიუთითეს, რომ თითქოსდა სრულად მოხდა სოფლის გამრიცხველიანება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top