Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Tuesday, March 14, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

417

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა  მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის უაქციზოდ რეალიზაცია. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო ნივთმტკიცების სახით. ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, რითაც ის ახდენდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top