ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა იმპორტიორთა ჯგუფი, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი მიადგა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ა. ყ, ტ. შ. და ბ. ჭ.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დაარეგისტრირეს რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირი, რომელთა სახელითაც 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს 8 347 429 ლარის ღირებულების პროდუქცია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს 2 557 806 ლარის ზიანი მიადგა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.