Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

Wednesday, November 30, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

454

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მოახდინეს უაქციზო, სომხური წარმოების თამბაქოს ნაწარმის, სიგარეტი „MASTER”- ის უკანონოდ რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულებისგან ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top