Press releases

News/Press releases

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Tuesday, February 3, 2015
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

662

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.
 
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 დან 5 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top