საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიცერი, გ. მ. დააკავა.
დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საფოსტო გზავნილში მოთავსებული ბავშვის სხვადასხვა სათამაშოში მოაწყო სპეციალური სამალავი, რის შემდეგაც საბაჟო კონტროლისგან მალულად, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები. გ. მ. საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საზღვარზე, ოქროს გადმოტანის ფაქტზე აიყვანა.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5-წლამდე ვადით ითვალისწინებს.