Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

Saturday, September 5, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

574

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საჯარო მოხელე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარზე ტვირთის უკანონოდ გადატანაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 650 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top