Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Tuesday, June 14, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

487

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განახორციელა უსაქონლო ოპერაცია, რა დროსაც, ერთ-ერთი შპს-ის სახელით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ყალბად დააფიქსირა 300 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურის - ანგიოგრაფიის დანადგარის გაყიდვა ერთ-ერთ იურიდიულ პირზე. აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოითხოვა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 40 %-ის, 120 000 ლარის გადახდა, საიდანაც წინასწარ, ავანსის სახით,  მოთხოვნილი თანხის ნაწილი აიღო. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top