Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო

Wednesday, January 25, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო

436

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარ სავაჭრო ობიექტში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი “მასტერი.” საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის მე-200 და 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ყველა საბაჟო - გამშვებ პუნქტზე ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანა. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top