Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე მეწარმეები პასუხისგებაში მისცა

Friday, July 17, 2015
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე მეწარმეები პასუხისგებაში მისცა

595

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, მეწარმეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც არიან ერთმანეთის ნათესავები, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ, შემდეგ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული სუბიექტი, რომელსაც ელექტრონულ ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, განზრახ არ ახდენდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას და არ ცხადდებოდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შედეგადაც, ტენდერში გამარჯვებული სუბიექტის დისკვალიფიკაცია ხორციელდებოდა. ამის შემდეგ, ხელშეკრულება ფორმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ უფრო მაღალი ფასის წარმდგენ სუბიექტთან, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები არსებითად ირღვეოდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  195 - ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top