Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე აფთიაქების ხელმძღვანელები პასუხიგებაში მისცა

Friday, September 25, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე აფთიაქების ხელმძღვანელები პასუხიგებაში მისცა

571

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული აფთიაქების უფლებამოსილი პირები ფარმაცევტული კანონმდებლობის და სანებართვო პირობების დარღვევით,  სისტემატურად ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემას. აღნიშნულ აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა. აღნიშნული დანაშაულებრივი გზით 8 აფთიაქის მიერ, 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 5 809 231ლარი შეადგინა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პიველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top