Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის თანამშრომელი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა

Wednesday, February 1, 2017
ქრთამის აღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის თანამშრომელი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა

432

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძლადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღეს დიდი ოდენობით თანხა. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

 

 

 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top