ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რუსეთის მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და გაასაღა დიდი რაოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, ძვირადღირებული არაყი ,,NEFT’’-ი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.