Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა "ეროვნული სატყეო სააგენტოს" თანამშრომელი დააკავა

Friday, April 24, 2015
საგამოძიებო სამსახურმა "ეროვნული სატყეო სააგენტოს" თანამშრომელი დააკავა

625

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ  ბრალდებულმა, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა გარკვეული ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ უფლებას მისცემდა, მისი სამოქმედო სატეო უბნის ტერიტორიაზე უკანონოდ მოეპოვებინა დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლიდან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top