Press releases

News/Press releases

საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

Friday, August 15, 2014
საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

731

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ორი მოქალაქე. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ინდმეწარმე მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ლ. ქ-სთან ერთად მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით,სისტემატიურად ახდენდა კუსტარული წესით დამზადებული, ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციას. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტს, შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიციცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top