Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა თორმეტი პირი დააკავა

Tuesday, October 7, 2014
საგამოძიებო სამსახურმა თორმეტი პირი დააკავა

703

შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების და ქრთამის აღების ფაქტზე თორმეტი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, სისტემატიურად ახორციელებდა ატენის ხეობაში არსებული ტყიდან ძვირფასი სამასალე ჯიშის მრგვალი ხის მორის უაკანონოდ მოპოვებას, ხოლო დანაშაულისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სახერხ საამქროებში უკანონოდ დახერხვის შემდეგ, გაყიდვის ზედნადების ნაცვლად წერდნენ მასალის შიდა გადაზიდვის ფორმით ტრანსპორტირებას, რეალურად კი ახორციელებდნენ ხე-მასალის კლიენტებზე რეალიზაციას. 

გარდა ამისა, ბრალდებულები ამზადებდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებს, რითაც ბუღალტრულად ყალბად აჩვენებდნენ, რომ თითქოს გაყიდული მასალის რეალიზაცია არ მომხდარა.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს გორის სატყეო უბნის ტყის მცველი, რომელმაც მის დაქვემდებარებულ ტყეკაფის ტერიტორიაზე უკანონოდ ხე-მასალის მოჭრის სანაცვლოდ, პერიოდულად ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top