Press releases

News/Press releases

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

Monday, January 25, 2016
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

534

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანისას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოაწყო სპეციალური სამალავი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები.  

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5  წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top