ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ქ.თბილისში, ქართული აქციზური მარკის გარეშე მოახდინა ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების, არაყი „ნეფტისა“ და კონიაკი „ჰენესის“ რეალიზაცია. ორივე შემთხვევაში პროდუქცია ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას ექვემდებარება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.