საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება - გამოყენების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი შპს-ის წარმომადგენლების მიერ, კუსტარულად მოწყობილ საწარმოში სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით ქიმიური სარეცხი საშუალებების „კროტი“ და „ბელეზნა“ ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრუნვიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უვარგისი და კონტრაფაქციული პროდუქცია.
ბრალდებული პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.