Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სიღნაღის საკრებულოს წევრები დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

Wednesday, April 6, 2016
საგამოძიებო სამსახურმა სიღნაღის საკრებულოს წევრები დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

507

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული  საგამოძებო და ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით,  ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დააკავა.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას საგამოძიებო სანსახურის მიერ ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 15  წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top