Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Tuesday, December 20, 2016
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

442

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე,  შპს - ებ - ის ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა,  აღნიშნული კომპანიების სახელით, საქართველოში განახორციელა  32 263 347 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია, რა დროსაც, დამალა იმპორტირებული საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტები და საგადასახადო დოკუმენტებში მიუთითა,  თითქოს იმპორტირებული საქონელი სრულად არ ჰქონდა რეალიზებული და ნაშთად ერიცხებოდა. ამგვარი სქემით, ბრალდებულმა,  კომპანიებზე ხელოვნურად  დაიგროვა ზედმეტობა 1 090 741 ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გადასახადში და არამართლზომიერად წარმოშობილი ზედმეტობის თანხებით განახორციელა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადელების ფიქტიური გადახდა, რითაც მოტყუებით 1 090 741 ლარის ოდენობით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო. ასევე, ბრალდებულმა,  აღნიშნული  საქმიანობით მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უკანონო შემოსავლებს მისცა კანონიერი სახე, კერძოდ, შეიძინა და ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა უძრავ-მოძრავი ქონება. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 194-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
                                    

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top