Press releases

News/Press releases

ლევან გამყრელიძე - " ჩვენ გვჭირდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდნენ მოტივირებული და მცოდნე ახალგაზრდები"

Sunday, June 25, 2017
ლევან გამყრელიძე - " ჩვენ გვჭირდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდნენ მოტივირებული და  მცოდნე ახალგაზრდები"

373

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის მესამე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიასთან სტაჟიორების მეორე ნაწილმა გაიარა, რითაც, დასრულდა პროექტის პირველი შესარჩევი კონკურსი. უახლოეს მომავალში კონკურსის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, უკვე შერჩეული 40 სტაჟიორი  პროგრამის ფარგლებში ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლის ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში.

„საგამოძიებო სამსახურისთვის სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენი მიზანია, ეფექტურად გაგრძელდეს ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, სწორედ, ამ მიმართულებით გვჭირდება საგამოძიებო სამსახურში მუშაობდნენ მოტივირებული, კეთილსინდისიერი, მცოდნე ახალგაზრდები, სტაჟირების პროგრამით ჩვენ მათ შესაძლებლობას ვაძლევთ გაეცნონ სამართალდამცავი უწყების საქმიანობის პრინციპებს და საგამოძიებო პროცედურებს, შეიძინონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ეს პროგრამა მოტივაციას უქმნის ახალგაზრდებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. ამ რთული და საინტერესო კურსის გავლის შემდეგ, წარჩინებულ სტაჟიორებს თანაბარ, კონკურენტუნარიან გარემოში დასაქმების და საკუთარი ცოდნით წარმატების მიღწევის საშუალება მიეცემათ“ - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორების შესარჩევ კონკურსზე განაცხადი 630 მსურველს ჰქონდა შემოტანილი. საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო გამომძიებლის და ინსპექტორ გამომძიებლის პოზიციაზე.

















 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

 

 

Back To Top