Press releases

News/Press releases

ჩინეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

Friday, January 23, 2015
ჩინეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

668

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან  მალულად,  დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე, ჩინეთის მოქალაქე ხ. ს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით  ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლები. ხ. ს-მ საბაჟო დეკლარაციაში არ დააფიქსირა აღნიშნული საქონელი და ამ გზით სცადა ტვირთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გამოვლენილი და აღკვეთილია საგამოძიებო სამსახურის მიერ. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top