საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეები - ფ. ს. და ა. ფ. დააკავეს.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა - ფ. ს-მ და ა. ფ-მ ერთ ერთ მოქალაქეზე 6 000 ყალბი თურქული ლირა გაასაღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.