Press releases

News/Press releases

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

Friday, September 26, 2014
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

712

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ. ქ-მ, თ. ს-მ, ო. ჩ-მ და მ. გ-მ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს, ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოს, მეწარმეს დიდი ოდენობით დამუშავებული ხის მასალა მიაწოდეს, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 11 400 ლარი აიღეს. 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top