Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო პირი დააკავეს

Friday, June 26, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო პირი დააკავეს

606

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საჯარო მოხელე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემისა და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოზე თანხმობის მიცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 800 ლარი აიღო.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top