საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს ერთ-ერთი რეგიონის სამსახურის თანაშრომელი ხ. მ. და სატყეო უბნის ტყის მცველი კ. პ.
გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს სატყეო სამსახურის თანამშრომელო ხ. მ. და ამავე სააგენტოს სატყეო უბნის ტყის მცველი კ. პ, მათ დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ შეშვებისა და ხე-მასალის უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით, სისტემატურად სთხოვდნენ და ართმევდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.