Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

Friday, October 24, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

693

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს გამარჯვების და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, სატენდერო ღირებულების 25% მოსთხოვა. დაკავებულმა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდგომ, ქრთამის სახით, 3 000 ლარი გამოართვა.

საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის ყოფილი უფროსი და ერთ-ერთი ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული. დაკავებულებმა ერთ ერთი კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩაბარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 7 000 ლარი გამოართვეს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისიწნებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top