Press releases

News/Press releases

სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა შპს-ს დირექტორი დააკავა

Wednesday, April 20, 2016
სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა შპს-ს დირექტორი დააკავა

500

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის  დამფუძნებელი და დირექტორი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, შპს-ის სახელით 2015 წლის ივნისში განახორციელა 45 ერთეული სასაქონლო საბაჟო ოპერაცია, რომლებზეც კანონის საფუძველზე გაანგარიშდა იმპორტის გადასახდელები - 306 201 ლარი. ნაცვლად იმისა, რომ გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული თანხა, ბრალდებულმა დაამზადა 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, საბაჟო პროცედურების გავლისას აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით მოატყუა შემოსავლების სამსახური, თითქოს მან გადასახადები მიმართა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რითაც ბიუჯეტს მიადგა 249 214 ლარის ქონებრივი ზიანი. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top