Press releases

News/Press releases

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

Friday, June 30, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე  საქართველოში ვიზიტით მყოფ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს, ჯოვანი კესლერს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ფინანთა სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით, მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს.

ქართულმა მხარემ ჯოვანი კესლერს მიაწოდა ინფორმაცია თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის, ასევე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უკანონოდ გადაადგილებული თამბაქოს პროდუქციის შემთხვევებში საბაჟო აღსრულების ღონისძიებების შესახებ. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (OLAF) თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლოდ, მათ შორის კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობას.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top