Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის გასაუბრების მესამე ეტაპი დაიწყო

Saturday, June 24, 2017
საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის გასაუბრების მესამე  ეტაპი დაიწყო

375

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  სტაჟირების პროგრამის მესამე ეტაპი - გასაუბრების პირველი დღე დასრულდა. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების კომისიასთან გასაუბრება 78 სტაჟიორიდან 41 - მა დღეს გაიარა. ამით, მათ დაასრულეს პროექტის პირველი ფაზის შესარჩევი კონკურსი, დარჩენილი მონაწილეები სტაჟირების პროგრამის  გასაუბრების ბოლო ეტაპს  ხვალ  გაივლიან, რითაც დასრულდება პროგრამის პირველი ფაზა, ტესტირება უნარ ჩვევებში, პროფესიული ტესტირება და გასაუბრება.

გასაუბრების შედეგად, შეირჩევა სულ 40 სტაჟიორი და დაიწყება პროგრამის მეორე სასწავლო ფაზა. სტაჟიორები პროგრამის ფარგლებში  ექვსთვიანი სწავლების კურსს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში დაიწყებენ. 

სტაჟიორების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის კურსი ჩაუტარდებათ, პროფესიულ კადრებთან ერთად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში,  გაეცნობიან სამართალდამცავი უწყების საქმიანობის პრინციპებს, შეიძენენ პრაქტიკულ უნარ ჩვევებს და  ასევე, შესაძლებლობა ექნებათ  საჯარო მოხელისთვის აუცილებელ პროფესიული გამოცდილებას დაეუფლონ.  საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების კონკურსზე განაცხადი 630 მსურველს ჰქონდა შემოტანილი. კონკურსი გამოცხადებული იყო გამომძიებლის და ინსპექტორ გამომძიებლის  პოზიციაზე. 

 
 
 
 
 
 
 
 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top