Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა "NOKIA"-სა და "SAMSUNG"-ის მარკით ნიშანდებული ჩინური ტელეფონების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

Wednesday, September 7, 2016
საგამოძიებო სამსახურმა "NOKIA"-სა და "SAMSUNG"-ის მარკით ნიშანდებული ჩინური ტელეფონების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

468

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად დადგენილია, რომ  ერთ-ერთი შპს-ის წარმომადგენლებმა, ჩინური წარმოების  მობილურ ტელეფონებზე მოახდინეს დიდი ოდენობით “NOKIA”-ს და   “SAMSUNG”-ის სასაქონლო ნიშნის კუსტარულად დატანა და შემდგომში მისი რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული საწარმოდან ამოღებულია 111 ერთეული“NOKIA”-ს და 219 ერთეული “SAMSUNG”-ის სახელით კუსტარულად ნიშანდებული ჩინური მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია შემდგომში,  ჩინური წარმოების ტელეფონებზე დასატანად გამზადებული „APPLE”-ის,   “SAMSUNG”-ის,  “NOKIA”-ს და “HTC”-ის სამარკო ნიშნები.
 
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top