Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

Monday, June 27, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

481

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებით ამზადებდნენ და თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს, მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს. 

ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

 


 

 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top