Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

Thursday, January 12, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

438

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ  კუპიურებს, კერძოდ, ახალი მოდიფიკაციის 50 - ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 - ლარიან ბანკნოტებს.  

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top