საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყოველგვარი მომსახურების გაწევის გარეშე, სხვადასხვა საწარმოთა მონაცემების გამოყენებით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, საერთო ჯამში, 601 525 ლარის ღირებულების ფიქტიური მომსახურების გაწევაზე. რეალურად, მათ არანაირი მომსახურება არ გაუწევიათ და აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოითხოვეს 180 000 ლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 30 000 ლარი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.