Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Saturday, December 3, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

451

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურმა, ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ  ბრალდებულმა, როგორც ფიზიკურმა პირმა  დაამზადა ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად მიუთითა, მის მიერვე უკვე დამზადებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში არაერთხელ დაფიქსირებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აუქციონის საშუალებით შეძენილი ხე-მასალის შტრიხკოდები და დოკუმენტების ნომრები. დაკავებულმა, ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, ადიგენის რაიონიდან ქალაქ თბილისში, არაერთხელ მოახდინა უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირება და მისი რეალიზაცია, ხოლო შემდგომ სისტემატურად აუქმებდა მის მიერვე  დამზადებულ ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება ადიგენიდან ქალაქ თბილისში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top