Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე "ეროვნული სატყეო სააგენტოს" ორი თანამშრომელი დააკავა

Thursday, March 31, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე "ეროვნული სატყეო სააგენტოს" ორი თანამშრომელი დააკავა

508

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ კახეთის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები დააკავა. 

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის მარტის თვეში,  მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტყის ტერიტორიაზე, რვა კუბური მეტრის ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ნებართვის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული თანხა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.   
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top