Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

Thursday, December 1, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

453

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 1 700 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სასარგებლოდ, მის დაქვემდებარებაში არსებულ სატყეო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის უკანონოდ მოპოვება და მოჭრილი ხის მასალის ტრანსპორტირება, ისე რომ არ განუხორციელებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი პროცედურა. საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top