Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავა

Monday, June 13, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელი  დააკავა

488

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 650 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს უფლება მისცა, მის დაქვემდებარებაში არსებული  სატყეო უბნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შესულიყო და უკანონოდ მოეჭრა დიდი ოდენობით ხე-ტყის სამასალე და საშეშე მერქანი. 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top