Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Thursday, February 11, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

525

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778 ლარიანი სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი მოსთხოვა ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა დააკავა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის, 10 000 ლარის აღების ფაქტზე. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. 

ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 6 - დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top