Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

Friday, July 8, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

477

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო - საპროექტო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, გამოიყენა რა სამსახურეობრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. დამნაშავე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top