Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ ზუგდიდში ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

Friday, March 10, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ ზუგდიდში ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

419

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა. 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ქ. ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ - ერთი აფთიაქიდან, მოქალაქეებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების, რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც, დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობის დადგენის  მიზნით, გამოვლენილ ობიექტსა და ბრალდებულების საცხოვრებელ მისამართებზე ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. დანაშაული სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top